Main Menu

Menucool McMenu

ძებნა

ძებნის კრიტერიუმები

 
 
 
 

თქვენი ძიების კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტები

დაალაგეთ:  
შუასაფენის "პრაკლატკის" მოსაშორებელი. (3623)

Dichtungs-Entferner არის აქტიური ნივთიერებების კომბინაცია, რომელიც არბილებს შუასადებებს და ანგრევს ადჰეზივებისა და დეპოზიტების სტრუქტურას. ვარგისია ფერადი და შავი ლითონების, კერამიკის, ხის და მინის. სპეციალურად შექმნილია სამრეწველო და საავტომობილო სერვისებისთვის: სარქვლის საფარი, ცილინდრის თავი, ფლანგების ლუქები, ზეთის ტაფა, წყლის ტუმბო და ნებისმიერი ლუქები საავტომობილო შეკრებებში:

- აშორებს კოქსირებული ბეჭდის ნარჩენებს
- აშორებს გამაგრებულ და დაწებებულ ლუქებს, ადჰეზივებს, დალუქვას
- სწრაფი მოქმედება
- კარგად ეკვრის ვერტიკალურ ზედაპირებს

Dichtungs-Entferner-ის გამოყენება აადვილებს და მნიშვნელოვნად აჩქარებს ნაწილების გაწმენდას, აღმოფხვრის მექანიკურ დაზიანებას სარემონტო სამუშაოების დროს.

გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ქილა. წაუსვით  დასამუშავებელ ზედაპირზე დაახლოებით 20-30 სმ მანძილიდან და გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ყურადღება: მოერიდეთ კონტაქტს ღია კანთან და პლასტმასის ნაწილებთან!

წონა: 300მლ.

47.00₾
სილიკონის სპრეი. (62087)

იცავს და შეზეთავს პლასტმასის, რეზინისა და ლითონის დეტალებს. იცავს რეზინის დეტალებს გაყინვისა და გამოშრობისგან. ამცირებს ხმაურს, წყალამრიდი და წყალგაუმტარია. აუმჯობესებს წებოვნებას.

გამოყენება: გამოიყენება ყველა სახის ელექტრული კონტაქტებისთვის, რეზინის, პლატსმასის და ლითონის დეტალებისთვის.

გამოყენების სფეროები: მსუბუქი და მძიმე ტვირთამწეობის ავტომობილები, მოტოციკლები, საზღვაო და აგრარული ტექნიკა.

წონა: 400მლ.

22.00₾
ჯაჭვის შესაზეთი. (W66479)

ძლიერ წებოვანი შესაზეთი, სიღრმეში კარგად აღწევს, წყალგაუმტარია. იცავს დაჟანგვისა და კოროზიისგან. ამცირებს ხახუნსა და ცვეთას. ხელს უშლის ნადების წარმოქმნას. მდგრადია ცივი, ცხელი და მარილიანი წყლის, ტალახის, თოვლჭყაპის მიმართ. არ ატარებს დენს. აქრობს ჭრიალსა და ჭრაჭუნს.

გამოიყენება მოტოციკლეტებისა და ველოსიპედების ჯაჭვის შესაზეთად სოფლის მეურნეობის დანადგარებში, ამწევ მექანიზმებში, საკეტებში, ასაწევ ფანჯრებში, ჯაჭვიან კონვეიერებში, გადაბმულობებში. 

გამოყენება: გაასუფთავეთ დეტალები, მოაშორეთ ჭუჭყი. შეზეთვის შემდეგ აცალეთ აორთქლება.

32.00₾
სილიკონის შესაზეთი. (W52579)

სილიკონზე დამზადებული შესაზეთი საშუალება. უზრუნველყოფს მშრალ შეზეთვას, ამცირებს სტატიკურ ელექტრობას, ხელს უშლის მასალების შეწებებას. იცავს დაჟანგვისა და კოროზიისგან. არ იკარებს წყალსა და ნესტს. ამცირებს მასალების ცვეთას. გამჭვირვალე და უხილავია.

თავსებადია სხვადასხვა მასალისთვის, როგორიცაა  პლასტიკი ლითონზე, ხეზე, ლითონი ლითონზე, რეზინა და სხვა, ასევე მანქანის ელექტროდეტალებისთვის, შუშებისა და კარების ჩაყინვის საწინააღმდეგოდ.

გამოყენება:  აეროზოლი მარტივია მოსახმარად. შეასხურეთ ზედაპირს. გადაანაწილეთ რბილი ნაჭრის საშუალებით.

32.00₾
მაყუჩის აღსადგენი (შესალესი). (W10804)

გამოიყენება მაყუჩის აღსადგენად. აღადგენს მცირე ნახვრეტებსა და ნაპრალებს. უძლებს 1000°-მდე ტემპერატურას.

გამოყენების წესი :  მოხმარების წინ დეტალები კარგად გაწმინდეთ და მოაშორეთ ჟანგი. დანის საშუალებით წააცხეთ დაზიანებულ ადგილს. შემდეგ ჩართეთ ძრავი და ამუშავეთ რამდენიმე წუთი. თუ საჭიროება მოითხოვს, დაარბილეთ მასა წყლით.

წონა: 250 გ.

20.00₾
ტაოტი გრაფიტის. (GR017)

 უმაღლესი ხარისხის გრაფიტის ტაოტი. გამოიყენება მაღალი დატვირთვის მქონე მექანიზმებში, გამოირჩევა საპოხი ფენის მაღალი სიმტკიცით და ცვეთის საწინააღმდეგო ძლიერი თვისებით. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაშიც კი ინარჩუნებს ქიმიურ თვისებებს. დასაშვები ტემპერეტურული ზღვარია: -12 ºC +65°C.

გამოყენების წესი:

1. არ შეურიოთ ტაოტი სხვა სახის ტაოტს.
2. გამოყენებამდე, სრულად მოაშორეთ ძველი ტაოტი დეტალს.

ყურადღებით: მოარიდეთ ბავშვებს და ცხოველებს.

წონა: 396 გ.

22.00₾
WD-40 უნივერსალური საპოხი/საწმენდი სპრეი. (70136)

WD-40 უნივერსალური აგენტი იცავს ლითონის ზედაპირებს კოროზიისგან, აღწევს  გაყინულ მექანიზმებში, ათავისუფლებს მათ, ზეთავს ლითონის ნაწილებს და კავშირებს.


ძირითადი ფუნქციები: იცავს ლითონის ზედაპირებს კოროზიისგან
ზეთავს ლითონის სახსრებსა და მექანიზმებს, ხელს უშლის ხახუნს
ინარჩუნებს ტენიანობას.
აშორებს ზეთს, ცხიმს, ჭუჭყს და ქმნის დამცავ ფენას.
ათავისუფლებს დაჟანგულ  მექანიზმებს, ხელს უწყობს დაჟანგული შესაკრავების დემონტაჟის პროცესს.

26.00₾
გვერდზე      ნაჩვენებია 1 დან 13 მდე, ჯამში 13 ( 1 გვერდი)
  • 1